← უკან

HomeGrab — გამოწერის პირობები

ძალაშია: 2026 წლის 21 ოქტომბრიდან

ბოლო განახლება: 2026 წლის 30 ოქტომბერი — სააგენტოს ტარიფიც ერთჯერადი გადახდით, უფასო კვირის წესი (ნაწილი 15). 2026 წლის 26 ოქტომბერი — ავტომატური განახლება გაუქმდა (ნაწილები 3, 5, 6, 8, 10).

1. ზოგადი დებულებები

1.1. HomeGrab არის Google Chrome-ის გაფართოება, რომელიც ეხმარება მომხმარებელს უძრავი ქონების განცხადებების გადატანასა და მართვაში myhome.ge-სა და ss.ge-ზე.

1.2. Radar (რადარი) არის HomeGrab-ის დამოუკიდებელი, ცალკე ფასიანი სერვისი, რომელიც გაცნობებთ, როცა ქონების მესაკუთრე ახალ განცხადებას აქვეყნებს.

HomeGrab და Radar ერთად შემდგომში იწოდება „სერვისად". თითოეული ცალ-ცალკე გამოიწერება.

1.3. სერვისს აწვდის „ჰოუმ გრაბი“, ს/კ 400453656 (შემდგომში „ჩვენ").

1.4. HomeGrab დამოუკიდებელი პროდუქტია და არ არის დაკავშირებული myhome.ge-სთან, ss.ge-სთან ან მათ მფლობელ კომპანიებთან.

1.5. გადახდით ან საცდელი პერიოდის დაწყებით თქვენ ეთანხმებით ამ პირობებს.

2. საცდელი პერიოდი

2.1. HomeGrab-ის ახალ მომხმარებელს ეძლევა 7-დღიანი უფასო საცდელი პერიოდი. ბარათის მითითება საჭირო არ არის.

2.2. საცდელი პერიოდი ეძლევა ერთხელ, ერთ Google ანგარიშზე.

2.3. მომხმარებელი, რომელმაც HomeGrab-ით სარგებლობა 2026 წლის 21 ოქტომბრამდე 7 დღეზე უფრო ადრე დაიწყო, საცდელ პერიოდს უკვე გამოყენებულად ითვლება. მომხმარებელი, რომელმაც სარგებლობა ამ თარიღამდე ბოლო 7 დღეში დაიწყო, იღებს 7-დღიან საცდელ პერიოდს, რომელიც 21 ოქტომბრის შემდეგ HomeGrab-ის პირველი გამოყენებისას იწყება.

2.4. საცდელი პერიოდის დასრულების შემდეგ სერვისის გამოსაყენებლად საჭიროა ერთ-ერთი ტარიფის შეძენა. თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება.

2.5. Radar-ს საცდელი პერიოდი არ აქვს.

3. ტარიფები

HomeGrab

ტარიფიფასი
1 დღე2 ₾
1 კვირა6 ₾
1 თვე17.50 ₾
3 თვე45 ₾

Radar

ტარიფიფასი
1 კვირა10 ₾
1 თვე20 ₾

ფასები მითითებულია ლარში, დღგ-ს ჩათვლით.

ყველა ტარიფი ერთჯერადი გადახდაა და ავტომატურად არ განახლდება (იხ. ნაწილი 5).

4. გადახდა

4.1. გადახდა ხორციელდება საქართველოს ბანკის დაცულ გადახდის გვერდზე ბარათით, Apple Pay-ით ან Google Pay-ით.

4.2. ჩვენ არ ვხედავთ და არ ვინახავთ ბარათის სრულ მონაცემებს. ბანკისგან ვიღებთ მხოლოდ ბარათის დაფარულ ნომერს (მაგ. ••9893), მოქმედების ვადას და გადახდის სტატუსს.

4.3. ტარიფი აქტიურდება გადახდის დადასტურებისთანავე.

4.4. საბანკო ამონაწერში გადახდა აისახება სახელით „HomeGrab".

5. ერთჯერადი გადახდა

5.1. ყოველი გადახდა ერთჯერადია: ბანკი ბარათს შემდგომი ჩამოჭრებისთვის არ იმახსოვრებს და თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება.

5.2. ტარიფი მისი ვადის ბოლოს სრულდება. სერვისით სარგებლობის გასაგრძელებლად შეიძინეთ ახალი ტარიფი გაფართოებაში.

6. ადრე ჩართული ავტომატური განახლება

6.1. 2026 წლის 26 ოქტომბრამდე ტარიფის შეძენისას შესაძლებელი იყო „ავტომატური განახლების" მონიშვნა. ამ თარიღიდან ავტომატური განახლება ყველა ასეთ ტარიფზე გამორთულია.

6.2. ასეთი ტარიფი მოქმედებს უკვე გადახდილი პერიოდის ბოლომდე და ახალი თანხა აღარ ჩამოიჭრება. პერიოდის დასრულებისას ბარათი წაიშლება ბანკის სისტემიდან.

7. თანხის დაბრუნება

7.1. ნაწილობრივ გამოყენებული პერიოდის თანხა არ ბრუნდება.

7.2. თანხას სრულად დაგიბრუნებთ, თუ:

  • თანხა შეცდომით ორჯერ ჩამოგეჭრათ;
  • თანხა ჩამოიჭრა გაუქმების შემდეგ;
  • ჩვენი ტექნიკური ხარვეზის გამო სერვისით სარგებლობა ვერ შეძელით.

7.3. მოთხოვნა გამოგვიგზავნეთ ელფოსტაზე [email protected] ჩამოჭრიდან 48 საათის განმავლობაში. თანხა ბრუნდება იმავე ბარათზე, საქართველოს ბანკის მეშვეობით. ანგარიშზე ასახვის ვადა დამოკიდებულია თქვენს ბანკზე.

8. ტარიფის შეცვლა

8.1. აქტიური ტარიფის დროს ახალი ტარიფის შეძენისას მისი ვადა ემატება მიმდინარე ვადას.

9. ერთი ანგარიში — ერთი გამოწერა

9.1. გამოწერა მიბმულია ერთ Google ანგარიშზე და განკუთვნილია ერთი ადამიანისთვის.

9.2. ერთ ანგარიშზე სერვისი ერთდროულად მუშაობს ერთ მოწყობილობაზე. სხვა კომპიუტერზე შესვლისას წინა მოწყობილობაზე სესია ავტომატურად დასრულდება.

9.3. ანგარიშის სხვა პირებისთვის გაზიარება აკრძალულია. დარღვევის შემთხვევაში შესაძლოა ანგარიში შევაჩეროთ.

10. ფასის ცვლილება

10.1. ფასის ცვლილება არ ეხება უკვე შეძენილ ტარიფს. ახალი ფასი მოქმედებს მხოლოდ შემდეგი შეძენისას.

10.2. ცვლილებების შესახებ წინასწარ გაცნობებთ გაფართოებაში.

11. სერვისის ხელმისაწვდომობა და პასუხისმგებლობა

11.1. სერვისი დამოკიდებულია myhome.ge-სა და ss.ge-ზე. მათ საიტებზე ცვლილებებმა შესაძლოა დროებით შეაფერხოს ზოგიერთი ფუნქცია. ასეთ შემთხვევაში ხარვეზს მაქსიმალურად სწრაფად აღმოვფხვრით.

11.2. განცხადებების შინაარსზე და მათ განთავსებაზე პასუხისმგებელია მომხმარებელი.

11.3. ჩვენ არ ვაგებთ პასუხს myhome.ge-ისა და ss.ge-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე (მაგ. განცხადების წაშლა ან ანგარიშის შეზღუდვა).

12. პერსონალური მონაცემები

12.1. გამოწერის სამართავად ვინახავთ:

  • თქვენი Google ანგარიშის სახელს და ელფოსტას;
  • გამოწერის სტატუსს და ვადებს;
  • საქართველოს ბანკის გადახდის იდენტიფიკატორებს;
  • ბარათის დაფარულ ნომერს და მოქმედების ვადას.

12.2. შეცდომების აღმოსაჩენად და გასასწორებლად გაფართოება აგზავნის ტექნიკურ ანგარიშებს გადატანისა და გამოქვეყნების შედეგზე, პირადი მონაცემების გარეშე. ანგარიშების გაგზავნა შეგიძლიათ გამორთოთ გაფართოების პარამეტრებში.

12.3. დეტალები იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში: https://homegrab.ge/privacy.html.

13. პირობების ცვლილება

13.1. პირობები შესაძლოა შეიცვალოს. არსებით ცვლილებებზე წინასწარ გაცნობებთ.

13.2. ცვლილების შემდეგ სერვისით სარგებლობის გაგრძელება ნიშნავს ახალ პირობებზე თანხმობას.

14. კონტაქტი

15. სააგენტოს ტარიფი

15.1. სააგენტოს (კომპანიის) ტარიფს ყიდულობს და მართავს სააგენტოს მფლობელი, manager.homegrab.ge-ზე. სააგენტო იხდის თავისი აგენტებისთვის: აგენტს HomeGrab-ის გამოსაყენებლად ცალკე გადახდა არ სჭირდება. მფლობელი სიაში აგენტის Google მეილს ამატებს, აგენტი კი სააგენტოს მოწვევას HomeGrab-ის ფანჯარაში ეთანხმება; დათანხმებამდე ადგილი არ მოქმედებს.

15.2. ფასი: 15 ₾ ერთ აგენტზე, 30 დღეში, მინიმუმ 5 აგენტი (75 ₾). გადახდისას ითვლება იმ დროს სიაში მყოფი ყველა აგენტი.

15.3. ახალ სააგენტოს რეგისტრაციიდან პირველი 7 დღე უფასოა. უფასო კვირა ერთხელ ეძლევა ერთ საიდენტიფიკაციო კოდს, სააგენტოს მფლობელის ერთ ანგარიშს და აგენტის ერთ მეილს: აგენტი, რომელსაც უფასო კვირა უკვე ჰქონდა სხვა სააგენტოში, ახალ სააგენტოში HomeGrab-ს მისი გადახდის შემდეგ გამოიყენებს. თუ უფასო კვირის დროს გადაიხდით, გადახდილი 30 დღე უფასო კვირის დასრულებისას იწყება.

15.4. ყოველი გადახდა ერთჯერადია (ნაწილი 5): ბანკი ბარათს არ იმახსოვრებს და თანხა ავტომატურად არ ჩამოიჭრება. შემდეგი 30 დღე გადაიხადეთ manager.homegrab.ge-ზე, გვერდზე „გადახდა", მიმდინარე პერიოდის დასრულებამდე — ის მიმდინარე პერიოდის ბოლოს იწყება. თუ არ გადაიხდით, პერიოდის ბოლოს აგენტების წვდომა ჩერდება, სანამ ხელახლა არ გადაიხდით.

15.5. როცა სიაში იმაზე მეტ აგენტს დაამატებთ, ვიდრე მიმდინარე პერიოდში გადახდილია, დამატებული აგენტების თანხას პერიოდის დარჩენილი დღეებისთვის ცალკე იხდით, ბანკის გვერდზე. თანხას დამატებამდე გაჩვენებთ; ასეთი აგენტი HomeGrab-ს გადახდის შემდეგ გამოიყენებს.

15.6. აგენტის სიიდან მოხსნისას გადახდილი თანხა არ ბრუნდება. მისი ადგილი პერიოდის ბოლომდე გადახდილი რჩება და შეგიძლიათ სხვა აგენტს დაუთმოთ დამატებითი გადახდის გარეშე. შემდეგი გადახდა ნაკლები აგენტისთვის იქნება.

15.7. 2026 წლის 30 ოქტომბრიდან სააგენტოს ტარიფის ავტომატური განახლება და ბარათის შენახვა გაუქმებულია, როგორც პირად ტარიფებზე (ნაწილი 6).

15.8. გადახდაზე, ბარათის მონაცემებსა და თანხის დაბრუნებაზე ვრცელდება ამ პირობების ნაწილები 4 და 7. სააგენტოს წაშლისას ყველა ადგილი თავისუფლდება, გადახდილი დღეები კი იკარგება.

15.9. რას ხედავს სააგენტო თავისი აგენტების შესახებ, იხილეთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის ნაწილში 7: https://homegrab.ge/privacy.html.

HomeGrab — Subscription terms

In force from 21 October 2026

Last updated: 30 October 2026 — the agency plan is paid one-time too; free week rules (section 15). 26 October 2026 — auto-renewal discontinued (sections 3, 5, 6, 8, 10).

1. General provisions

1.1. HomeGrab is a Google Chrome extension that helps the user transfer and manage real-estate listings on myhome.ge and ss.ge.

1.2. Radar is a separate, separately paid HomeGrab service that notifies you when a property owner publishes a new listing.

HomeGrab and Radar together are hereinafter called the "Service". Each is subscribed to separately.

1.3. The Service is provided by „ჰოუმ გრაბი“, ID 400453656 (hereinafter "we").

1.4. HomeGrab is an independent product and is not affiliated with myhome.ge, ss.ge or the companies that own them.

1.5. By paying or by starting the trial period, you agree to these terms.

2. Trial period

2.1. A new HomeGrab user gets a 7-day free trial. No card is required.

2.2. The trial is given once per Google account.

2.3. A user who started using HomeGrab more than 7 days before 21 October 2026 is considered to have already used the trial. A user who started within the 7 days before that date gets the 7-day trial, which starts the first time they use HomeGrab after 21 October.

2.4. After the trial ends, using the Service requires buying one of the plans. No money is charged automatically.

2.5. Radar has no trial period.

3. Plans

HomeGrab

PlanPrice
1 day₾2
1 week₾6
1 month₾17.50
3 months₾45

Radar

PlanPrice
1 week₾10
1 month₾20

Prices are in Georgian lari, VAT included.

Every plan is a one-time payment and does not renew automatically (see section 5).

4. Payment

4.1. Payment is made on Bank of Georgia's secure payment page, by card, Apple Pay or Google Pay.

4.2. We do not see or store your full card details. From the bank we receive only the masked card number (e.g. ••9893), its expiry date and the payment status.

4.3. The plan is activated as soon as the payment is confirmed.

4.4. The payment appears on your bank statement under the name "HomeGrab".

5. One-time payments

5.1. Every payment is one-time: the bank does not save your card for later charges, and nothing is charged automatically.

5.2. A plan ends at the end of its period. To keep using the Service, buy a new plan in the extension.

6. Auto-renewal chosen earlier

6.1. Until 26 October 2026, buyers could tick "Auto-renewal" when buying a plan. From that date auto-renewal is switched off on all such plans.

6.2. Such a plan stays active until the end of the period already paid for, and nothing more is charged. When the period ends, your card is deleted from the bank's system.

7. Refunds

7.1. A partly used period is not refunded.

7.2. We refund the full amount if:

  • you were charged twice by mistake;
  • you were charged after cancelling;
  • a technical fault on our side kept you from using the Service.

7.3. Send your request to [email protected] within 48 hours of the charge. The money is returned to the same card through Bank of Georgia. How long it takes to reach your account depends on your bank.

8. Changing plans

8.1. If you buy a new plan while one is active, its period is added to the current one.

9. One account — one subscription

9.1. A subscription is tied to one Google account and is meant for one person.

9.2. On one account the Service works on one device at a time. Signing in on another computer ends the session on the previous device automatically.

9.3. Sharing the account with other people is prohibited. If this rule is broken, we may suspend the account.

10. Price changes

10.1. A price change does not affect a plan already bought. The new price applies only to later purchases.

10.2. We will notify you of changes in advance in the extension.

11. Availability of the Service and liability

11.1. The Service depends on myhome.ge and ss.ge. Changes on their sites may temporarily disrupt some features. In that case we fix the problem as quickly as we can.

11.2. The user is responsible for the content of listings and for publishing them.

11.3. We are not responsible for decisions made by myhome.ge and ss.ge (e.g. deleting a listing or restricting an account).

12. Personal data

12.1. To manage the subscription, we store:

  • your Google account's name and email;
  • the subscription status and dates;
  • Bank of Georgia's payment identifiers;
  • the masked card number and its expiry date.

12.2. To find and fix errors, the extension sends technical reports on the outcome of transfers and publishing, without personal data. You can turn the reports off in the extension's settings.

12.3. For details, see the privacy policy: https://homegrab.ge/privacy.html.

13. Changes to these terms

13.1. These terms may change. We will notify you of material changes in advance.

13.2. Continuing to use the Service after a change means you accept the new terms.

14. Contact

15. Agency plan

15.1. An agency (company) plan is bought and managed by the agency's owner at manager.homegrab.ge. The agency pays for its agents: an agent needs no payment of their own to use HomeGrab. The owner adds the agent's Google email to the list, and the agent accepts the agency's invite in the HomeGrab window; until then the seat isn't in use.

15.2. Price: ₾15 per agent per 30 days, at least 5 agents (₾75). Each payment counts every agent on the list at that time.

15.3. A new agency's first 7 days from registration are free. The free week is given once per company ID, once per agency owner's account and once per agent's email: an agent who already had a free week with another agency uses HomeGrab in the new agency once it pays. If you pay during the free week, the paid 30 days start when it ends.

15.4. Every payment is one-time (section 5): the bank doesn't save the card and nothing is charged automatically. Pay the next 30 days at manager.homegrab.ge, on the "Payment" page, before the current period ends — they start when it ends. If you don't pay, the agents' access stops at the end of the period until you pay again.

15.5. When you add more agents than are paid for in the current period, you pay for the added agents separately, for the days left in the period, on the bank's page. We show you the amount before you add them; such an agent uses HomeGrab once you have paid.

15.6. Removing an agent from the list refunds nothing. Their seat stays paid until the end of the period and can go to another agent at no extra charge. The next payment is for fewer agents.

15.7. From 30 October 2026, automatic renewal and card saving for the agency plan are discontinued, as for personal plans (section 6).

15.8. Sections 4 and 7 of these terms apply to payment, card details and refunds. Deleting the agency frees every seat, and the paid days are lost.

15.9. What an agency sees about its agents: section 7 of the privacy policy, https://homegrab.ge/privacy.html.